ლევან მასპინძელაშვილი შობას კონცერტით აღნიშნავს

levan1მომღერალი ლევან მასპინძელაშვილი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს სპეციალური კონცერტით ხვდება. 7 იანვარს “არტ პალასი” კაჭრეთის ამბასადორში გაიმართება ღონისძიება, რომელშიც ესრტადის მომღერლებთან ერთად კლასიკური მუსიკის მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

“საშობაო შეხვედრები” – ასე ჰქვია კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თამარ ივერი, ოთო ჯორჯიკია, თეონა დვალი და სპეციალური სტუმარი მედეა ამირანაშვილი, ასევე ანიტა რაჭველიშვილი და დავით ალადაშვილი, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე, ლუკა ზაქარიაძე, ელენე კალანდაძე, ლევან მასპინძელაშვილი, თიკო ანდღულაძე, ნინა სუბლატი, ნიკო ბერიძე და მაკა ზამბახიძე. კონცერტზე დაუკრავს სიმფონიური ორკესტრი სპეციალურად მიწვეული იტალიელი დირიჟორის დანიელე აჯიმანის ხელმძღვანელობით.

საღამოს რეჟისორია დავით საყვარელიძე, მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილი, კონცერტის სპეციალური სტუმარია პაატა ბურჭულაძე. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, საღამოზე დაწესებულია დრეს კოდი, ყველა სტუმარი კონცერტზე შავ სამოსში უნდა გამოცხადდეს.