30 დეკემბერი, 2014

ლედი გაგა Shiseido-ს ახალი სახეა

lady-gaga1მომღერალი ლედი გაგა კოსმეტიკური ფირმა Shiseido-ს ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა.

ვარსკვლავი უკვე გადაიღეს საახალწლო რეკლამაში, რომელსაც 2015 წლის პირველ იანვარს იაპონიაში წარადგენენ. კოსმეტიკური კომპანია ჯერჯერობით არ გეგმავს, სარეკლამო კამპანია იაპონიის საზღვრებს გაცდეს.

სხვადასხვა იაპონურ გაზეთებში ლედი გაგას 50 სელფი დაიბეჭდება. 46 ფოტოს ნახვა მკითხველს პირველი იანვრიდან შეეძლება, დარჩენილი 4 ფოტო კი 5 იანვარს დაიბეჭდება.

Shiseido-ს მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, ასეთი ხერხით მიიქციონ საზოგადოების ყურადღება და მომხმარებელს მათი პროდუქციის შეძენისთვის სტიმული მისცენ.