27 დეკემბერი, 2014

ლაშა თაბუკაშვილის პიესა მარჯანიშვილის თეატრში დადგეს

728 დეკემბერს მარჯანიშვილის თეატრის სხვენზე პრემიერა გაიმართება. ლაშა თაბუკაშვილი „ათვინიერებენ მიმინოს“ რეჟისორმა პეტრე ჩარგეიშვილმა დადგა. პიესის ავტორი ლაშა თაბუკაშვილია, კოსტიუმების მხატვარი ოლიკო ბერაძე, სცენოგრაფი პეტრე ჩარგეიშვილი, სასცენო მოძრაობა შოთა სხირტლაძეს ეკუთვნის, ვიდეომონტაჟი ზაზა ძიძიგურსა და კახა წულაიას, მუსიკალური გაფორმება პეტრე ჩარგეიშვილს, რეჟისორის ასისტენტი კი ლია მამიაშვილია.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ვალერი კორშია, ზაზა იაქაშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, ლილე ფილფანი, ნათია ნიკოლაიშვილი, გიორგი ტატიშვილი, თენგის პაპიძე, გიგა გოგიჩაძე, გიორგი ჟღერია, ბესო ბახტაძე, ბაკური ჟვანია, ამირან გოგოლაძე, სოფო სიმონიშვილი.

სპექტაკლი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.