28 დეკემბერი, 2014

“კომუნიკატორი” ბრუნდება

kom210 წლიანი პაუზის შემდეგ, ტელესივრცეს სერგი გვარჯალაძე და მისი გადაცემა “კომუნიკატორი” უბრუნდება.

პროექტი პირველ არხზე 29 დეკემბრიდან გავა და ყოველ სამუშაო დღეს სერგი გვარჯალაძე თანაწამყვანებთან მერი შიხაშვილთან და ნასტასია არაბულთან ერთად საზოგადოებას სრულიად განსხვავებულ “კომუნიკატორს” შესთავაზებს.

“არის კონტაქტი?!” – ეს იყო გადაცემის სლოგანი, რომელიც სხვადასხვა თემებზე ღიად და თამამად საუბრობდა. აღდგენილ “კომუნიკატორსაც” სლოგანი უცვლელად ექნება.

როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს, განახლებული “კომუნიკატორი” ინტერაქტიულ, სოციალურ, შემეცნებით და გასართობ თემებს გააერთიანებს.