16 დეკემბერი, 2014

კოკო შანელი: ”ყველაფერი ჩვენს ხელშია!”

koko1– ყველაფერი ჩვენს ხელშია, ამიტომ ხელიდან არ უნდა გავუშვათ! – ეს სიტყვები გაბრიელ ბიონერ შანელს ეკუთვნის, რომელიც ერთ-ერთ მაღაზიაში ტანსაცმლის გამყიდველად მუშაობდა, თავისუფალ დროს კი კაბარეში მღეროდა. მისი საყვარელი სიმღერები იყო ”Ko Ko Ri Ko” და ”Qui qua vu Coco”, რის გამოც, მას მეტსახელად კოკო უწოდეს.

სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ის ცნობილი მომღერალი ვერ გახდა, სამაგიეროდ, მისი სახით მსოფლიომ ლეგენდარული კუტიურიე კოკო შანელი შეიძინა, რომელმაც სრულიად შეცვალა არა მარტო მსოფლიო მოდის ტენდენციები, არამედ ქალის როლი საზოგადოებაში იმ საჩუქრის სახით, რომელსაც პატარა შავი კაბა და Chanel N5 ეწოდება.

კოკო შანელი გამოირჩეოდა გამჭრიახი გონებით და უნიკალური გემოვნებით. “არტინფო” გთავაზობთ კოკო შანელის 35 გამონათქვამს, რომელთაც თუკი ჩაუღრმავდებით, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება.

1. ყველაფერი ჩვენს ხელშია, ამიტომ ხელიდან არ უნდა გავუშვათ;

2. უგემოვნობას თავისი საზღვარი აქვს, აი, გემოვნება კი უსასრულოა;

3. 20 წლის ასაკში თქვენ გაქვთ სახე, რომელიც ბუნებამ გიბოძათ, 30 წლის ასაკში გაქვთ სახე, რომელიც ცხოვრებამ ჩამოგიყალიბათ, 50 წლის ასაკში კი, გაქვთ სახე, როგორიც დაიმსახურეთ;

4. თუ გინდათ გქონდეთ ის, რაც არასდროს გქონიათ, უნდა გააკეთოთ ის, რაც არასდროს გაგიკეთბიათ;

5. სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ კომფორტი სიღარიბის საპირისპიროა. მაგრამ არა, კომფორტი ვულგარულობის საპირისპიროა;

6. სილამაზეზე ზრუნვა გულიდან და სულიდან უნდა დავიწყოთ, თორემ არანაირი კოსმეტიკა არ გვიშველის;

7. კომფორტი უნდა იყოს მყუდრო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უკვე კომფორტი აღარ არის;

8. არ დაკარგოთ თქვენი ძვირფასი დრო კედლის ნგრევაში იმ იმედით, რომ მისგან კარს გააკეთებთ;

9. ამბობენ, რომ ქალები იცვამენ ქალებისთვის, რაც მათში მეტოქეობის სურვილით არის გამოწვეული. ეს სიმართლეა, მაგრამ თუ ამქვეყნად მამაკაცი აღარ იქნებოდა, ქალები ჩაცმას თავს დაანებებდნენ;

10. თუ რომელიმე ქალმა თავისი სილამაზით მოგხიბლათ და ვერაფრით გაიხსენეთ, რა ეცვა მას, ე.ი. მას იდეალურად ეცვა;

11. ქალისთვის ასაკი არ არის მთავარი: შეიძლება იყო ულამაზესი 20 წლის ასაკშიც, 40 წლის ასაკშიც და ასეთად სიცოცხლის ბოლომდე დარჩე;

12. თუ ფრთების გარეშე დაიბადე, ნუ შეუშლი მათ ხელს გაზრდაში;

13. სილამაზე იმისთვის გვინდა, რომ ვუყვარდეთ მამაკაცებს, სისულელე კი იმისთვის, რომ ჩვენ შევიყვაროთ მამაკაცები;

14. შეუცვლელი რომ იყო, ყოველთვის უნდა იცვლებოდე;

15. სიბერე არ გვიცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარული გვიცავს სიბერისგან;

16. არ ვიცი რატომ ითხოვენ ქალები იმ ყველაფერს, რაც აქვთ მამაკაცებს. ქალებს ხომ ყველაფერთან ერთად მამაკაცებიც ჰყავთ;

17. სიყვარულისთვის იხდი საზღაურს მაშინ, როცა უკვე სამწუხაროდ, ის უკვე დასრულდა;

18. მოდა, რომელიც არ არის აღიარებული ფართო მასების მიერ, მოდა აღარ არის;

19. ხანგრძლივი ბედნიერება არ ღირს ძვირი: თუ მისთვის საკმაოდ ძვირს იხდი, ე.ი. ის ყალბია;

20. სიყვარულში საუკეთესოა სიყვარულით დაკავდე;

21. მოდა გადის, სტილი რჩება;

22. არიან ადამიანები, ვისაც აქვს ფული და არიან მდიდარი ადამიანები;

23. ლამაზი თვალები მხოლოდ მას აქვს, ვინც საკუთარ თავს ნაზად უყურებს;

24. სუნამო უხალავია, სამაგიეროდ, დაუვიწყარი, მუდმივად მოდური აქსესუარი. მისი სურნელი ყველას ამცნობს ქალის მოსვლას და აგრძელებს მის გახსენებას მაშინაც, როცა ის წავიდა;

25. ქალმა ისე უნდა ჩაიცვას, რომ მისი გახდა სასიამოვნო იყოს;

26. თქვენ აღარ გექნებათ შანსი, მეორედ მოახდინოთ შთაბეჭდილება;

27. ქალს, რომელიც არ იყენებს კოსმეტიკას, საკმაოდ დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე;

28. ჩემი ჩაცმის მანერით გარშემომყოფთა სიცილს ვიწვევდი, მაგრამ სწორედ ამაში მდგომარეობდა ჩემი წარმატების საიდუმლო. მე არ გამოვიყურებოდი ისე, როგორც სხვები;

29. ქალი ღელავს მომავალზე მანამ, სანამ არ გათხოვდება. მამაკაცი არ ღელავს მომავალზე მანამ, სანამ არ დაქორწინდება;

30. ყველაზე დიდი სულგრძელობაა, როცა უმადურობას პატიობენ;

31. მოთოკო შენი თავი, როცა ნაწყენი ხარ, არ გამართო სცენები, როცა გტკივა – ასეთია იდეალური ქალი;

32. ყველა ქალი არ იბადება ლამაზი, მაგრამ თუ ის არ გახდა ასეთი 30 წლის ასაკშიც, ის უბრალოდ სულელია;

33. რაც უფრო ცუდად მისდის გოგონას საქმეები, მით უფრო კარგად უნდა გამოიყურებოდეს;

34. არ არსებობენ ულამაზო ქალები, არსებობენ ზარმაცები;

35. სულ არ მაინტერესებს ჩემზე რას ფიქრობთ. მე საერთოდ არ ვფიქრობ თქვენზე.