24 დეკემბერი, 2014

კლინტ ისტვუდი ცოლს გაშორდა

klint284 წლის ცნობილი მსახიობი კლინტ ისტვუდი 49 წლის მეუღლეს დინა ისტვუდს ოფიციალურად გაშორდა. მათი გაყრის დოკუმენტი კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ გაფორმდა.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხანგრძლივი პროცესების შემდეგ, მეუღლეები მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს, ქონების გადანაწილებასთან დაკავშირებული დეტალები კი კონფიდენციალურია. საუბარია 350 მილიონი დოლარის გადანაწილებაზე, რომელიც მეუღლეებმა 17 წლიანი თანაცხოვრების პერიოდში დააგროვეს.

გაყრის შესახებ ინფორმაცია წყვილმა ჯერ კიდევ გასულ წელს გაავრცელა. რა გახდა გაყრის მიზეზი, ამაზე არც ერთი მხარე არ საუბრობს. დინა რუისი ითხოვდა ალიმენტს და კატეგორიულად აცხადებდა, რომ მათი 18 წლის გოგონა მორგანი მშობლების გაყრის შემდეგ დედასთან უნდა დარჩენილიყო.

“ნამდვილად გადაწყვეტილია, ჩვენ ერთად აღარასოდეს ვიქნებით. ორივემ ერთობრივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ წინ და წინ უნდა ვიაროთ და ეს წინსვლა უნდა იყოს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რადგან უკვე ერთმანეთთან აღარაფერი გვაკავშირებს,” – განუცხადა ჟურნალისტებს დინა რუისმა.

მართალია არც ერთი მხარე არ საუბრობს გაყრის რეალურ მიზეზებზე ხმამაღლა, თუმცა ტაბლოიდების ცნობით, წყვილის დაშორება ღალატმა განაპირობა. კლინტ ისტვუდი ჯერ კიდევ ცოლიანი იყო, როცა სხვა ქალთან დაიწყო ურთიერთობა. 42 წლის ერიკა ფიშერმა დაადასტურა, რომ ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ.

კლინტ ისტვუდისთვის დინა მეორე ცოლია. მისი პირველი მეუღლე მეგი ჯონსონი იყო, რომელსაც 1984 წელს გაეყარა. დინას და კლინტის საერთო შვილი პირველია თავად დინასთვის, კლინტისთვის კი მერვეა. მსახიობს შვიდივე შვილი სხვადასხვა ქალებთან ჰყავს.