17 დეკემბერი, 2014

კინოკრიტიკოსები “მანდარინებს” და “სიმინდის კუნძულს” ოსკარს უწინასწარმეტყველებენ

oscarsHollywood Reporter-მა დაასახელა 14 ფილმი, რომლებსაც კინოკრიტიკოსები ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინანტობას უწინასწარმეტყველებენ.

მათ შორის აღმოჩნდა ორი ქართველი რეჟისორის ფილმები: გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ და ზაზა ურუშაძის „მანდარინები“. ზაზა ურუშაძის “მანდარინები” ამავე დროს “ოქროს გლობუსზეა” წარდგენილი. ფილმი ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა, ამიტომაც მისი წარმდგენი ოქროს გლობუსზე ესტონეთია.

გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული” ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში საქართველომ წარადგინა. მისი პიარკამპანიისთვის ამერიკაში ქართულმა მხარემ 145.000 ლარი გამოყო. ზაზა ურუშაძის “მანდარინები” ოსკარზე ესტონური მხარის მიერ არის წარდგენილი.