10 დეკემბერი, 2014

ხუტა ბერულავა 90 წლის გახდებოდა

xuta1ქართველი პოეტი ხუტა ბერულავა 10 დეკემბერს 90 წლის გახდებოდა. მისი საბავშვო ლექსებით არაერთი თაობაა აღზრდილი. მისი პირადი არქივი 2009 წლის 17 მარტიდან ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პოეტმა მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტში ისწავლა. სხვადასხვა წლებში იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, გამომცემლობა „განათლების“ დირექტორი. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით გამოიცა “საბავშვო პოეზიის ანთოლოგია”, “საბავშვო ენციკლოპედია”, კრებული “იზარდე მწვანე ჯეჯილო”. ლექსებს 1941 წლიდან აქვეყნებდა, მისი პირველი კრებული 1944 წელს გამოვიდა. ხუტა ბერულავას პოეხია მრავალმხრივია, თუმცა პოპულარული გახდა სამამულო ომის გმირებისადმი მიძღვნილი მისი ლექსები.

პოეტი წერდა ლექსებს ბავშვებისთვისაც, თარგმნიდა რუსი და სხვა ეროვნების პოეტებს. მისი ნაწარმოები თარგმნილია უცხო ენებზე.