10 დეკემბერი, 2014

კახეთში უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა

kax1საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უახლესი ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზიარში, უკანასკნელი პერიოდის ერთერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ფიქსირდება.

ორი სხვადასხვა სახის არქეოლოგიურ ობიექტებზე სახელწოდებით, ზიარი-1-სა და ზიარი 2-ზე აღმოჩენილი მასალები ძველი ქვის ხანის პერიოდის, სავარაუდოდ, ჰომო ერქტუსებისა და ნეანდერტალელების ნამოსახლარს წარმოდგენს. არქეოლოგიურ ფენებში ქვის უძველესი არტეფაქტები და პრეისტორიული ცხოველების ნაშთებია გამოვლენილი.

ახლადგამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტის შესაფასებლად ადგილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე და ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური სექციის წარმომადგემლები მოინახულებენ.

წინასწარი ინფორმაციით აღმოჩენა სენსაციურია, დამატებითი მასალები არქეოლოგიური ექსპედიციის ტერიტორიიდან დღის განმავლობაში გავრცელდება.