10 დეკემბერი, 2014

ჯულია რობერტსი Givenchy–ს სახე გახდა

jj1ჰოლივუდის მსახიობმა ჯულია რობერტსმა წარმატებული სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა. მსახიობი, რომელიც ადრე მოდის სახლ Lancome-სთან თანამშრომლობდა, ამჯერად Givenchy-ს ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა. ის 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას 1 მილიონ დოლარად წარადგენს.

47 წლის მსახიობი თავისი სტილითა და ვიზუალით აბსოლუტურად აკმაყოფილებს ბრენდის მოთხოვნებს. ახალი კოლექციის ფოტოსესია უკვე გაიმართა. შავ-თეთრი ფოტოების გადაღებისას, ჯულია შეეცადა თავდაჯერებული და წარმატებული ქალის იმიჯი მოერგო:

“იუმორი ძალიან მიყვარს, ამიტომ არ შემიძლია ბოლომდე ვიყო ობიექტური და ხუმრობებით არ გავილამაზო ცხოვრება. იმედია, შესაბამისად გამოვიყურები ფოტოებზე და თავი წარმატებით გავართვი იმ დავალებებს, რაც მოდის სახლის მესვეურებმა დამავალეს. ალბათ კარგი ფოტოები გამოვიდა. ფოტოსესიაზე რომელი სამოსიც მეცვა, აჭფრთოვანებული ვარ, დიდი სიამოვნებით ვატარებდი მათ ყოველდღიურად,” – განაცხადა მსახიობმა.