29 დეკემბერი, 2014

ჯენიფერ ლოურენსი ყველაზე შემოსავლიანი მსახიობია

jennifer_lourens1ჟურნალმა Forbes-მა 2014 წლის ბოლოს ყველაზე შემოსავლიანი მსახიობების რეიტინგი შეადგინა.

პირველი ადგილი არავის დაუთმო 24 წლის მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა. მან კინოკომპანიებს 1,4 მილიარდი დოლარი მოუტანა.

მეორე ადგილზეა 35 წლის მსახიობი კრის პრატი. მისმა როლებმა კინოკომპანიები 1,2 მილიარდი დოლარით გაამდიდრა.

მესამე ადგილზე აღმოჩნდა 30 წლის ახლადგამომცხვარი დედიკო სკარლეტ იოჰანსონი 1, 18 მილიარდი დოლარით.

Forbes-ის რეიტინგების მიხედვით ყველაზე შემოსავლიანი მსახიობების ათეული ასე გამოიყურება:

1. ჯენიფერ ლოურენსი – 1,4 მილიარდი დოლარი;

2. კრის პრატი – 1,2 მილიარდი დოლარი;

3. სკარლეტ იოჰანსონი – 1,18 მილიარდი დოლარი;

4. მარკ უოლბერგი – 1 მილიარდი დოლარი;

5. კრის ევანსი – 801 მილიონი დოლარი;

6. ემა სტოუნი – 764 მილიონი დოლარი;

7. ანჯელინა ჯოლი – 758 მილიონი დოლარი;

8. ჯეიმს მაკევოი – 747 მილიონი დოლარი;

9. მაიკლ ფასბენდერი – 746 მილიონი დოლარი;

10. ჰიუ ჯეკმანი – 746 მილიონი დოლარი.