23 დეკემბერი, 2014

ჯაბა ქარსელაძემ 14.000 კონკურსანტში გაიმარჯვა

jaba1ქართველმა მომღერალმა ჯაბა ქარსელაძემ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალმა თავად გაავრცელა:

“რა უნდა იყოს ამაზე დიდი საახალწლო საჩუქარი? გრანდიოზულ დარბაზში 20.000 მაყურებლის, ლაივ ბრიტანეთის სატელივიზიო ეთერით და მთელი მსოფლიოს მაშტაბით გადაიცემა ინტერნეტით! დიდი მადლობა ყველას, ვისაც სჯეროდა, რომ მე 3 თვის დიდი ბრძოლის და მრავალი ტურის შემდეგ, 14.000 კონკურსანტიდან საუკეთესო 12-ში მოვხვდებოდი თუმცა წინ ძალიან დიდი შრომა და ბრძოლაა საჭირო!”

ჯაბა ქარსელაძემ ამ წარმატებას კონკურსის მეოთხე ტურში მიაღწია და მანამდე საკმაოდ რთული გზა განვლო:

“არ ვიცი რამდენ ადამიანს გაუხარდება ეს და რამდენს საშინლად გააღიზიანებს მაგრამ პირადად მე და იმედია ჩემს ნამდვილ მეგობრებსაც ეს ნიუსი ძაან გაახარებს! ძალიან მიხარია, რომ გადავედი მესამე რაუნდში საერთაშორისო კონკურსისა, რომელიც ტარდება წელიწადში ერთხელ ლონდონში ევროკავშირის მაშტაბით და ყველაზე მეტად კი მიხარია ის რასაც წერილის ბოლოს წერენ! ჩემთვის ეს წერილი უკვე იმის გარანტია, რომ მინიმუმ საერთაშორისო სტანდარტებს ვაკმაყოფილებ ჩემი ვოკალური მონაცემებით, რადგან ამ კონკურსში ლამაზი თვალების და ტანის გამო არავის გადაყავხარ ეტაპიდან ეტაპამდე, მითუმეტეს, 35.000 კონკურსანტს შორის!

პ.ს. ძალიან სამწუხაროა, როცა შენს შესაძლებლობებს შენი ხალხი ვერ ხედავს და ვერ გიფასებს მანამ, სანამ ალბათ ამას უცხოელები არ დაინახავენ და არ გაღიარებენ!”