31 დეკემბერი, 2014

“იმედის გმირი 2014” მინდია შაინიძე გახდა

mindia2გადაცემამ “იმედის გმირები” გამარჯვებული გამოავლინა. 14 ფინალისტიდან მაყურებელმა არჩევანი 19 წლის მინდია შაინიძეზე გააკეთა, რომელიც სამი სოფლის ბავშვებს ჭიდაობაში უსასყიდლოდ ავარჯიშებს. გარდა ამისა, ის ბავშვებს სხვადასხვა საგნების მომზადებაშიც ეხმარება.

სულ გადაცემაში 38.000-მდე ზარი შევიდა, აქედან 12.670 ხმა მიიღო მინდია შაინიძემ. გამარჯვებული საქართველოს პირველმა ლედიმ გამოავლინა. მინდიას პროექტის ერთ-ერთი პარტნიორისგან საჩუქრად 5.000 ლარიც გადაეცა.

39 გმირიდან ფინალში 14 ფინალისტი შეირჩა: ფრიდონ ქალდანი, 6 ქართველი ჯარისკაცი, კახა გოდერძიშვილი, ირაკლი ხვედაგურიძე, ლეილა ცინცაძე, დონალდ რეიფილდი, ციალა კალმახელიძე, მინდია შაინიძე, თამაზ მჟავანაძე, მარიკა შენგელია და თამარ ჯავახაძე, ნიკო ჯაბანაშვილი, ქევსერ რუპი, ლიკა ტორიკაშვილი და ლევან როგავა.

ინტერნეტ გამოკითხვით, “ინტერნეტ იმედის გმირი 2014” გახდა ქემალ თურმანიძე. მას ტელეკომპანია “იმედმა” 1000 ლარი აჩუქა.

ჟიურის რჩეულად დასახელდა შამილ ტატულაშვილი და მან 2000 ლარი მიიღო საჩუქრად.

“იმედის გმირები” 4 წელია გადის ეთერში და მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. “იმედი გმირებს” ფართო საზოგადოებას კი ჟურნალისტები მარიკა ბაკურაძე, ნინია ახვლედიანი და გოდერძი შარაშია აცნობენ.