ჰაკერები Sony Pictures-ს ტერაქტებით ემუქრებიან

hakkkამერიკულმა კინოკომპანია Sony Pictures-მა გაახმაურა ინფორმაცია, რომ ანონიმური წერილები მიიღო, რომლის მიხედვითაც, სამხრეთკორეელი ჰაკერები ფილმ “ინტერვიუს” ჩვენებებზე ტერაქტებით იმუქრებიან. ფილმი კორეის ბელადს კიმ ჩენ ინს შეეხება. წერილის ავტორები აფრთხილებენ ფილმზე დასწრების მსურველებს, რომ მათ საკმაოდ სახიფათო სიურპრიზი ელით:

“გაიხსენეთ 2001 წლის 11 სექტემბერი, ყველას გირჩევთ თავი შეიკავოთ იმ კინოთეატრებში სტუმრობისგან, სადაც ამ ფილმის ჩვენებას აპირებენ,” – წერია ჰაკერების მიერ გაგზავნილ წერილში.

ამ ფილმის გადამღებმა ჯგუფმა უკვე იზარალა ჰაკერებისგან. მათ შეძლეს და ხელში ჩაიგდეს იმ მენეჯერებისა და მსახიობების პირადი მონაცემები და ჰონორარებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომლებიც Sony Pictures-სთან თანამშრომლობენ, მოგვიანებით კი ყველაფერი საჯარო გახადეს.

ნიუ იორკის პოლიციამ რიგითი მოქალაქეების დაცვის მიზნით, უსარფთხოების ზომები მაქსიმალურად გააძლიერა. მათ კინოთეატრებში პოლიციელების დანაყოფები გადაანაწილეს, რათა აღიკვეთოს დანაშაული და თუკი ის მაინც მოხდა, მაქსიმალურად სწრაფად მოახდინონ რეაგირება კრიტიკულ სიტუაციაში.