29 დეკემბერი, 2014

გიორგი უშიკიშვილი: “ერთი კლანის ხელშია ყველაფერი!”

ushikishvili1საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი სამსახურიდან გათავისუფლების ერთ წელს აფასებს:

“ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ სამსახურიდან გამათავისუფლა, გურამ ოდიშარიამ ოფიციალურად, თუმცა ყველამ იცის, ვინ იყო ჩარეული ამ ამბავში. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ჩემთვის ძალიან კარგი რამ მოხდა. ყველა ხვდება და მალე მიხვდება, ვინ რისი გამკეთებელია და ვის რისი გაკეთება შეუძლია. მათი მოგონილი ტყუილები ჩემს მიმართ, რომ მილიონები იხარჯებოდა და ასე შემდეგ, ეგ ტყუილიც საპნის ბუშტივით გასკდა. ასევე საპნის ბუშტივით გასკდა მათი დაპირებები ხალხის მიმართ, რომ ჩემი წასვლის მერე დააფინანსებდნენ ფოლკლორულ ანსამბლებს და რომ აყვავდებოდა ქართული ფოლკლორი, რომლის გაბრწყინებასაც მე ვუშლიდი ხელს.

დაფინანსებას რაც შეეხება თავისი ანსამბლები და ნათესავები კარგად დააფინანსეს და სამწუხაროდ, ერთი კლანის ხელშია დღეს ყველაფერი და არავის არაფრის გაკეთების საშუალებას არ მისცემენ. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც გაირკვევა ყველაფერი, ყველა ის ადამიანი ვინც იყო ჩემს მიმართ დაგეგმილი ასეთი უსამართლობის სათავეებში. თუ დღეს რას აკეთებენ, რა “სიკეთეებს”, ამაზე მომავალ წელს ვისაუბრებ, წინა საახალწლო განწყობას არ გაგიფუჭებთ. სასიამოვნოა რომ ერთი წლის თავზე დავიწყე კარგი პროექტი “რუსთავი 2″-ზე. ასე რომ იმ საქმეს რომელიც ძალიან მიყვარს, არ ვშორდები და განვაგრძობ მუშაობას.”