„ღალია – ქართველთა მონასტერი კვიპროსზე”

galia1საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გამოსცა სამეცნიერო ილუსტრირებული ნაშრომი „ღალია, ქართველთა მონასტერი კვიპროსზე”.

ახლადგამოცემული წიგნი ასახავს 2006-2010 წლებში კვიპროსზე არსებულ ქართულ არქიტექტურულ კომპლექსზე განხორციელებულ ისტორიულ არქეოლოგიურ-სახელოვნებათმცოდნეო ეპიგრაფიკულ კვლევებს და მის შედეგებს.

კვიპროსის ღალიის ქართველთა მონასტრის რეაბილიტაცია ქვეყნის გარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამით განხორციელდა და ის ერთერთი საუკეთესო მაგალითია ქვეყნის გარეთ განხოციელებულ პროექტთა შორის, რომლის შედეგად 2013 წელს მოხდა კომპლექსის მთავარი ტაძრის – ღვთისმშობლის ეკლესიის სრული კონსერვაცია და მსუბუქი, დამცავი კონსტრუქციით გადახურვა. 2014 წელს ღალიის მონასტერი განთავსდა კვირპროსის ტურისტულ რუქაზე, როგორც ქართული სამონასტრო კომპლექსი.

2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე დაგეგმილია ღალიის მონასტრის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის კონსერვაცია და გარემოსთან თავსებადი ახალი გადახურვის მოწყობა.

პროექტის პარალელურად, 2015 წელს კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და კვიპროსისი სიძველეთა დაცვის დეპარტამენტი საქართველოში წარმოადგენენ ღალიის მონასტერში განხორციელებული არქეოლოგიური კვლევების დროს გამოვლენილი მასალების გამოფენას.