30 დეკემბერი, 2014

გერმანულმა კომპანიამ ქართველი მომღერალი საახალწლო კონცერტებში მიიწვია

mariam-2ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ „Musikerlebnis-eine Marke der Tonicale Musik&Event“, რომელიც აწყობს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებსა და კონცერტებს, გერმანიაში მიიწვია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი მარიამ ქობალიანი საახლაწლო კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად.

კონცერტები ჩატარდება 30 და 31 დეკემბერს მანჰაიმში, მიუნხენსა და ნიურბერგში. შესრულებულ იქნება ლიუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია.
სოლისტები იქნებიან მარიამ ქობალიანი, ანა კატრინ ნაიდუ, დავიდე ჯუსტი, რეინჰარდ ჰაგენი. კონცერტებში აგრეთვე მონაწილეობს მანჰაიმის ფილარმონიის ორკესტრი, ევროპის კამერული გუნდი და მიუნხენის ბახის გუნდი. დირიჟორი ბოიან ვიდენოფი.

მარიამ ქობალიანი ამ კონცერტებს თავისი მაესტროს ნოდარ ანდღულაძის ხსოვნას უძღვნის.