21 დეკემბერი, 2014

ეთერ კაკულია ისრაელში წავიდა

kakulia1მომღერალი ეთერ კაკულია ისრაელში გაფრინდა. ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობაა. მომღერალი ისრაელში მკურნალობის კურსის ჩასატარებლად წავიდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ეთერ კაკულია ისრაელში მიდის. ის იქ ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მკურნალობს და ექიმების მითითებებს მკაცრად იცავს.

ეთერ კაკულიას სამკურნალოდ საკმაოდ სოლიდური თანხები ესაჭიროება. ბანკში გახსნილია მის სახელზე სპეციალური ანგარიში, ჩართულია სპეციალური სატელეფონო ნომერი, საიდანაც თითოეულ განხორციელებულ ზარზე მის ანგარიშზე 1 ლარი მიდის. მისი კოლეგები კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დადიან და კონცერტებს ატარებენ, რომ ეთერ კაკულიას გამოჯანმრთელების პროცესში პრობლემები არ შეექმნას.

საქართველოდან გამგზავრებამდე მომღერალმა დაბადების დღე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში აღნიშნა. მისი სიმღერები მისმა კოლეგებმა შეასრულეს. კონცერტის დასასრულს კი მადლიერი ხალხისგან ეთერ კაკულიამ საჩუქრად სახელობითი ვარსკვლავი მიიღო.