23 დეკემბერი, 2014

ემა უოტსონი წლის ფემინისტად დასახელდა

ema12014 წლის ბოლოს უცხოური გამოცემები რეიტინგებს სხვადასხვა მიმართულებით ადგენენ. მათ შორისაა ნომინაციები წლის ყველაზე ლამაზ, სექსუალურ, მომხიბვლელ, წარმატებულ ხელოვანებზე.

ვებ გვერდმა ForWomen.org გამოაქვეყნა წლის ყველაზე აქტიური ფემინისტი მსახიობების სია. წელს ამ სიას სათავეში ჩაუდგა მსახიობი ემა უოტსონი. საზოგადოებას ჯერ კიდევ კარგად ახსოვს მისი გამოსვლა გენდერული თანასწორობის საკითხებზე და ქალთა უფლებების დაცვაზე.

წლის საუკეთესო ფემინისტების ათელში მოხვდნენ ის ცნობილი ქალბატონები, ვინც ხმამაღლა საუბრობს გენდერულ თანასწორობაზე ან სქესის მიხედვით ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ილაშქრებს.

ვებ გვერდის ForWomen.org მიერ დადგენილი ათეული ასე გამოიყურება:

1. ემა უოტსონი;

2. ლავერნ კოქსი;

3. რეიჩელ მედოუ;

4. ბიონსე;

5. შერი;

6. ემი პოლერი;

7. ტინა ფეი;

8. მერილ სტრიპი;

9. მინდი კალინგი;

10. ენ კარი.