18 დეკემბერი, 2014

ეკა კვალიაშვილი პატრულმა გადაარჩინა

eka1მომღერალი ეკა კვალიაშვილი პატრულმა გადაარჩინა. როგორც მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა, ის ქუჩაში შვილიშვილთან ერთად მიდიოდა, როცა ცუდად გახდა. მას კი დახმარება პატრულმა აღმოუჩინა:

“მართლა პირველად შემეშინდა…. ლუკა გავიყვანე, თან მინდოდა აფთიაქში შევსულიყავი და ამიტომ, სახლის ტერიტორია დავტოვე და ქუჩაში გავედი, ნახევარი გზა გავიარე და უცებ დამეწყო საშინელი შეტევა, ვიხრჩობოდი, ნაბიჯს ვერ ვდგავდი, რადგან ოდნავი ენერგიის დახარჯვა და შეტევა მიძლიერდებოდა, არა, სიკვდილის არ შემშინებია, მერწმუნეთ, უბრალოდ, ბავშვთან ერთად ვიყავი… ქუჩაში… სადაც არც ერთ ადამიანს არ უკითხავს, ხომ არ დაგეხმაროთო…. შემეშინდა, რომ არ დავვარდნილიყავი და სული არ დამელია, ჩემი პატარა შვილიშვილი არ დამეტოვებინა ასე უპატრონოდ, უცხო ადამიანებში. ბავშვის ეტლზე დაყრდნობილი, ხრიალით, მივედი იქვე, ჩემს ბედად, პატრული იყო გაჩერებული და ვთხოვე დახმარება, მათ მიპატრონეს, გაახაროთ ღმერთმა, სახელიც ვერ ვკითხე, ჩამსვეს ტაქსში, ბავშვსაც მიმიხედეს და გამომიშვეს სახლში, მეუბნებოდნენ, სასწრაფოს გამოვუძახებთო, მე უარი ვთქვი, ამის მერე გავიდა საკმაოდ ბევრი საათი…. და ახლა დამიმშვიდდა შეტევა… სუნთქვა აღმიდგა.. მაგრამ, საშინლად მტკივა თავი… ბარბარობის დღის მადლმა არ გამწირა, დარწმუნებული ვარ…. ადამიანებო, თუ დაინახავთ, ქუჩაში, ვინმეს უჭირს, ცუდადაა, ჰკითხეთ, რითი დაგეხმაროო… იქნებ თქვენზეა დამოკიდებული ამ ადამიანის სიცოცხლე იმ კონკრეტულ წუთს…. სულ ეს იყო, მადლობა ღმერთს, გადავრჩი… საშინლად მტკივა თავი…”