დისნეის დაკარგული მულტფილმი ნაპოვნია

disney1უოლტ დისნეის მიერ გადაღებული მულტფილმი, რომელიც წლების განმავლობაში უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ნორვეგიის ბიბლიოთეკაშია ნაპოვნი. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური გამოცემები ავრცელებენ.

სწორედ ეს მოკლემენტარჟიანი მულტფილმი ”Empty Socks” არის პირველი საშობაო ფირი, რომელიც კომპანია დისნეიმ გამოუშვა. მისი მთავარი გმირი კურდღელი ოსვალდია, რომელიც უოლტ დისნეიმ მიკი მაუსამდე შექმნა.

როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, ფირი აღმოჩენილ იქნა ნორვეგიის ერთ-ერთ ქალაქში მუ-ი-რანაში ბიბლიოთეკის ფონდის ინვენტარიზაციის და გაციფრების დროს:

“თავიდან ჩვენ არ ვიცოდით, რომ ეს დაკარგული კინემატოგრაფიული განძი იყო. ფილმი განთავსებული იყო ბიბლიოთეკაში ყოველგვარი მარკირების გარეშე,” – განუცხადა ჟურნალისტებს ბიბლიოთეკის არქივარიუსმა.

გამოცემა The Huffington Post-ის ცნობით, ეს ანიმაცია კერძო პირის კუთვნილება იყო, შემდეგ ის ნორვეგიის კინოს ინსტიტუტს გადაეცა, მოგვიანებით კი ბიბლიოთეკის არქივში აღმოჩნდა.

სპეციალისტების თქმით, ლენტის სიგრძე ორიგინალში ხუთნახევარი წუთია, თუმცა აქედან ნახევარი წაშლილია. ერთადერთი ცნობილი მომენტი მულტფილმიდან  შენახულია ნიუ იორკში და ის მხოლოდ 25 წამი გრძელდება.

დისნეის უცნობი მულტფილმის ციფრული ასლი უახლოეს მომავალში კომპანია დისნეის გადაეცემა, ორიგინალი კი ნორვეგიის ბიბლიოთეკაში დარჩება.