2 დეკემბერი, 2014

დათო ევგენიძე 55 წლისაა

dato-copy-2მუსიკოსი დათო ევგენიძე 55 წლისაა. იუბილეს ის დღეს 2 დეკემბერს ზეიმობს. ხელოვანი ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კონცერტისთვისაც ემზადება, რომელიც დეკემბრის თვეში რუსთაველის თეატრში გაიმართება.

დათო ევგენიძემ მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა. მოგვიანებით დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა. მუსიკოსი საბჭოთა კავშირის მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსზე გრან-პრით დაჯილდოვდა. მისი ნაწარმოებები იდგმებოდა დიდი თეატრის სცენაზე. 1987 წელს კი განახორციელა პირველი წარმოდგენები ნიუ-იორკში.

დათო ევგენიზე წერს მუსიკას სპექტაკლებისათვის, ფილმებისათვის, მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსებში. რამდენიმე წლის განმავლობაში ის რუსეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. საბოლოოდ კი საქართველოში დაბრუნდა და მოღვაწეობა აქ გააგრძელა. თავისუფალ დროს წერს ლექსებს და ხატავს. გასულ კვირას თავისი ახალი კრებულის “საქართველოს ფოსტა” პრეზენატცია გამართა და პოეზიის მოყვარულები “პურ პურში” შეკრიბა.