2 დეკემბერი, 2014

ჩრდილების თეატრი სეზონს ხსნის

chrdilebiრუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ჩრდილების თეატრის მეოთხე სეზონს სპექტაკლით “რა საოცარი დღეა” გახსნის.

სპექტაკლი ასოციატურად ეხება ადამიანის დაბადებას, ბავშვობას, სიყვარულს, განშორებას, სიკვდილს, სულის უკვდავებას… სპექტაკლი ეყრდნობა აფრიკულ ფოლკლორსა და ჯაზს. წარმოდგენის რეჟისორია გელა კანდელაკი, მუსიკალური კონსულტანტები რევაზ კიკნაძე, თამაზ ყურაშვილი, ზურაბ ნადარეიშვილი, კესტუტის ვაიგინისი. სპექტაკლში მონაწილეობენ ვადიმ შუბითიძე, ელენე მურჯიკნელი, ზურაბ ქვაჩახია, ლევან ჩაჩანიძე, პაატა შენგელია, თინათინ ჩხეიძე, ქეთევან ჭიტაძე, ანჟელა აბშილავა და ელენე ზუბაშვილი.

წარმატებული საგასტროლო ტურნეს შემდეგ, ჩრდილების თეატრი თავის ერთგულ მაყურებელს უბრუნდება და რუსთაველის თეატრში სპექტაკლების სათამაშოდ მზად არის.