5 დეკემბერი, 2014

ბონოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

bლეგენდარული ჯგუფის U2-ს სოლისტის ბონოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ველისოპედიდან გადმოვარდნის შემდეგ, მომღერალმა მრავლობითი მოტეხილობები მიიღო. ექიმებმა მას დროული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ოპერაციებიც გაუკეთეს, თუმცა ბონოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, მას ექიმებმა მკაცრი წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ამიტომ ჯგუფის ყველა კონცერტი თუ ტურნე მოხსნილია.

ბონოს უახლოესი მეგობრის თქმით, მას მკაცრი წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული და ორი თვე განძრევაც კი ეკრძალება, ამიტომაც მომღერალი დუბლინშია გადაყვანილი, სადაც ექიმების მითითებებს ასრულებს.

მისი მეგობრები აცხადებენ, რომ ბონო ძლიერია, ყველაფერს გაუძლებს და მალე გამოჯანმრთელდება.