16 დეკემბერი, 2014

ბიონსეს სასამართლოში უჩივიან

bionseeeeeee1მსოფლიოს ნომერ პირველ მომღერალ ბიონსეს, რომელიც წელს გრემიზე რეკორდულად ბევრ ნომინაციაშია წარდგენილი, სასამართლოში უჩივიან. მისი ბოლო ალბომის გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ, ბიონსეს უნგრელი ფოლკ-შემსრულებელი მონიკა მიკზურა, რომელიც თავის სამშობლოში ცნობილია ფსევდონიმით მითსუ, პლაგიატში ადანაშაულებს.

უნგრელი მომღერალი ბიონსეს გარდა, ასევე პლაგიატში ადანაშაულებს მის მეუღლეს ჯეი ზის და პროდიუსერ ტიმბალენდს, რომლებმაც უნებართვოდ გამოიყენეს მისი ის ფოლკ-მოტივები, რომელიც მან ჯერ კიდევ 1995 წელს ჩაწერა.

თავისი ხმა მომღერალმა მითსუმ იცნო კომპოზიციაში ”Drunk in Love” პირველ 13 წამში და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სასამათრლოს ძალით აპირებს. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას ითხოვს უნგრელი მომღერალი კომპენსაციის სახით.

ჟურნალისტებს მითსუმ განუცხადა, რომ ბიონსე და ჯეი ზი უსინდისოდ მოიქცნენ, როცა მისი სიმღერა უნებართვოდ გამოიყენეს. ამას ისიც ემატება, რომ მას არ მიუცია ნებართვა მათთვის თავისი ხმის გამოყენებისა და მით უმეტეს, მის ციფრული დამუშავებასთან დაკავშირებით. ინფორმაცია, რომ მისი ხმა ბიონსეს სიმღერაშია, მეგობრებისგან შეიტყო.

პირველად სადავო სიმღერამ ”Drunk in Love” 2003 წელს გაიჟღერა. ყოველგვარი აქციებისა და რეკლამების გარეშე, კომპოზიციამ მალევე მოიპოვა პოპულარობა და მსოფლიო ჰიტიც გახდა. ”Drunk in Love” ბიონსემ თავის მეუღლესთან ჯეი ზისთან ერთად გრემის 56-ე დაჯილდოების ცერემონიალზე შეასრულა.