ბერა 20 წლის გახდა

bera1მომღერალი ბერა ივანიშვილი 23 დეკემბერს იუბილარია. მას 20 წელი შეუსრულდა. ქართველი გოგონების გულთამპყრობელი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და თავისი მუსიკალური კარიერის შექმნაზე ზრუნავს. მან სულ ახლახანს გამოუშვა ახალი ვიდეორგოლი “calypso lover” და მეორე კლიპის პრეზენტაციასაც მალე შესთავაზებს თავისი ფანების მრავალრიცხოვან არმიას.

მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორი პოპისა და რეპის ჟანრში მუშაობს. მისმა პირველმა სინგლმა, „Favorite Things“, მსმენელებისგან მალევე დაიმსახურა მოწონება. ამის შემდეგ კინოთეატრ „რუსთაველში“ შედგა მისი მუსიკალური ვიდეოს „ჰიპ-ჰოპ ვალსის“ პრემიერა. კლიპი გადაღებულია ნიუ-იორკში ფრანგი რეჟისორის რეი ქეის მიერ. ბერას მომდევნო სინგლმა „Don’t Worry“, არანაკლები პოპულარობა მოუტანა მომღერალს. აქვს ჩაწერილი ამერიკელ რეპერ Lil PLayy-სთან, სიმღერაზე „Summertime“.

2011 წლის შემოდგომაზე, ბერამ მამამისის ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად გამოუშვა კლიპი „ქართული ოცნება“. ამით მან მამის მხარდამჭერებშიც გაიჩინა მსმენელები. ამავე წლის 11 დეკემბერს, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე შედგა მისი კიდევ ერთი ახალი კლიპის „გპირდების“ პრემიერა.

2012 წელს ბერას ჰქონდა რიგით მეორე ტურნე „ჩვენ ვართ საქართველო“. მან დააარსა ტელეკომპანია GDS TV, სადაც ახალგაზრდები გააერთიანა და ქართული ტელესივრცისთვის რადიკალურად განსხვავებული პროექტები განახორციელა.