აჩიკო მეფარიძე: “ეს დამატებითი შეურაცხყოფაა!”

აჩიკო მეფარიძე: "ეს დამატებითი შეურაცხყოფაა!"მომღერალი აჩიკო მეფარიძე, რომელიც რუსეთში 7 წელი ცხოვრობდა და ახლა საქართველოში დაბრუნდა, საახალწლო კონცერტის ორგანიზებით უკმაყოფილოა. დეტალებზე მან ”რეაქციაში” ისაუბრა:

“რა საუბარიც წავიდა, ეს დამატებითი შეურაცხყოფაა იმასთან, რაც იყო წინა კვირას ტელევიზიით ქალბატონი მაქაცარიას მიერ გაცხადებული. ბრძანეს, რომ შედგა სიები, მოვითხოვ, გასაჯაროვდეს ვინ არის ის 27 კაცი, ვინ ჩამოდის უცხოელი და მესამე საკითხია, ფინანსები. ალბათ არაკომპეტენტური ან ცუდი ფინანსტისტი ხელმძღვანელობს ამას. დასახელებული იყო ნახევარი მილიონი, ალბათ დოლარი, თუ ლარია, მაშინ ვერ ჩაეტევა, არ ეყოფა, ეგ ტყუილია. ბენდის ჟღერადობა როგორ უნდა გადმოსცენ ხარისხიანად იმ მაყურებლისთვის მეხუთე ან მეათე რომ დგას? ეს ხომ გამორიცხულია? რა ღირს თითოეული მუსიკოსის გადასახადი და მერე მთლიანად ეს ბენდი რა ჯდება? გაორკესტრება? ვინც აორკესტრებს, ვინც უკრავს, რომ დავუმატოთ მომღერლის, მუსიკოსის, მომყვანის, წამყვანის ხარჯები, რომ დაჯამდეს, ამაზე გაცილებით იაფი გამოვიდოდა მომღერლის მოყვანა და ფონოგრამაზე შესრულება.”