28 დეკემბერი მიხეილ კალატოზიშვილის დაბადების დღეა

mikheil28 დეკემბერს ქართველი კინორეჟისორის მიხეილ კალატოზიშვილის დაბადების დღეა. ის ერთდროულად იყო რეჟისორიც, სცენარისტიც და ოპერატორიც.

მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი რეჟისორული ნამუშევარია ფილმი „მათი სამეფო“. შემდეგ გადაიღო ფილმი „ჯიმ შვანთე“ – „მარილი სვანეთს“, რომელიც ნოვატორულ, პოეტურ ნაწარმოებად არის აღიარნებული. ფილმში დოკუმენტური და მხატვრული კინოს სანახაობითი პრინციპები ერთმანეთშია შერწყმული.

რეჟისორმა ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიაში დაიწყო სწავლა, სარეჟისორო მოღვაწეობას კი დაუბრუნდა ფილმით „მამაცობა“.
„ვალერი ჩკალოვი“, „განწირულთა შეთქმულება“, „ერთგული მეგობრები“, „პირველი ეშელონი“, „გაუგზავნელი წერილი“, „წითელი კარავი“ – მთლიანობაში რეჟისორმა 15-მდე ფილმი გადაიღო და მაყურებლის სიყვარულიც მოიპოვა. მსოფლიო აღიარება კი მას მოუტანა ფილმმა „მიფრინავენ წეროები“, რომელმაც მოიპოვა ოქროს პალმის რტო კანის XI საერთაშორისო კინოფესტივალზე.

მიხეილ კალატოზიშვილი 69 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა.