24 დეკემბერი, 2014

24 დეკემბერს ავა გარდნერის დაბადების დღეა

ava124 დეკემბერს ამერიკელი მსახიობი ავა გარდნერი დაიბადა. ის შეყვანილია „American Film Institute“-ის ყველა დროის საუკეთესო ვარსკვლავების სიაში.

მსახიობის კარიერა 18 წლის ასაკში დაიწყო, როცა კინოსტუდია „MGM”-თან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის თანახმად დამწყებ მსახიობს კვირაში 50 დოლარს გადაუხდიდნენ. სტუდია „MGM”-ის ერთმა ახალგაზრდა კლერკმა გარდნერი შემთხვევით აღმოაჩინა, როცა ნიუ-იორკელი ფოტოგრაფის ლარი ტერის სახელოსნოს ჩაუარა და ვიტრინაში გამოფენილი ულამაზესი უცნობი გოგონას ფოტო შენიშნა.

“გამხდარი კაცის აჩრდილი”, “მკვლელები”, “სინგაპური”, “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა”, “მრგვალი მაგიდის რაინდები”, “მოგამბო”, “იგუანას ღამე”, “მიწისძვრა”, “კასანდრას გზაჯვარედინი” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მსახიობმა მიიღო მონაწილეობა.

26 წლის ავა გარდნერი და 33 წლის ფრენკ სინატრა ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ამ დროისთვის გარდნერი უკვე ცნობილი კინოვარსკვლავი იყო და მას „მსოფლიოს ყველაზე ლამაზ მტაცებელს“ ეძახდნენ. გარდნერი მეორე ქმართან, სახელგანთქმულ კლარნეტისტ არტი შოუსთან ერთად უკვე აღარ ცხოვრობდა, თუმცა ოფიციალურად გაყრილები არ იყვნენ. გარდნერმა ფრენკ სინატრა გაიცნო ფილმის „ჯენტლმენები ქერებს ამჯობინებენ“ პრემიერაზე. სინატრამ პირველი დანახვისთანავე მოხიბლა გარდნერი. სინატრა ჰოლივუდში მექალთანედ ითვლებოდა. რეპორტიორები ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ შეყვარებულებს და ფოტო-კამერების ჩხაკა-ჩხუკით ნერვებს უშლიდნენ. მათ შორის ყველაზე თავხედებს სინატრა კბილების ჩამტვრევითად კი დაემუქრა. აგვისტოს ბოლოს მექსიკიდან დაბრუნებულმა სინატრამ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, გაეყარა ცოლს და დაქორწინდა საყვარელ ქალზე – ავა გარდნერზე. ისინი ფილადელფიაში დაქორწინდნენ. ფრენ სინატრამდე მსახიობის მეუღლეები იყვნენ მიკი რუნი და არტი შაუ.

გასული საუკუნის ერთ-ერთი ულამაზესი მსახიობი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.