4 დეკემბერი, 2014

უიტნი ჰიუსტონზე ფილმი გადაიღეს

1vitniმსოფლიოს ლეგენდარული მომღერლის უიტნი ჰიუსტონის შესახებ ფილმი გადაიღეს, რომელიც მომღერლისა და მისი მეუღლის ბობი ბრაუნის არც თუ ისე მარტივ ურთიერთობებს ეხება.

სწორედ ამ წყვილის ურთიერთობა გახდა სცენარის დაწერის და შემდეგ უკვე ფილმის გადაღების მიზეზი ტელეკომპანია “ლაივტაიმის” ხელმძღვანელობის მიერ. ფილმი ეკრანებზე 15 იანვარს გამოვა.

“უიტნი” – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც მსახიობ ანჯელა ბასეტისთვის სადებიუტო ნამუშევარი იქნება რეჟისორის ამპლუაში. რეჟისორის თქმით, ფილმში ასახულია უიტნისა და ბობის გაცნობის პირველი დღეები და მათი ურთიერთობების განვითარების ყველაზე შთამბეჭდავი მომენტები.

უიტნი ჰიუსტონის როლს 32 წლის მოდელი იაია დაკოსტა ასრულებს.სიმღერებს კი ფილმისთვის პროფესიონალი მომღერალი დებორა კოქსი მღერის. ფილმის გადაღებების დაწყებამდე, უიტნი ჰიუსტონისა და ბობი ბრაუნის შვილმა კრიტსინამ ნამდვილი სკანდალი მოაწყო. მან ფილმის შემქმნელებს განუცხადა, რომ დედამისის როლის განსახიერება მხოლოდ მას შეეძლო. ფილმის რეჟისორმა კი კრისტინას არათუ ფილმში მონაწილეობის უფლება, არამედ მომსმენების გავლის საშუალებაც არ მისცა.