2 დეკემბერი, 2014

ტარიელ სუარი პატრიარქმა დაასაჩუქრა

ttttttგიტარისტი ტარიელ სუარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაასაჩუქრა.

ია ფარულავას მეუღლემ მისი უწმინდესობისგან საჩუქრად ძვირფასი თვლებით შემკული ჯვარი მიიღო. მოულოდნელი საჩუქრით აღფრთოვანებულმა ტარიელ სუარმა ილია მეორის საჩუქარს ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა:

“უღრმესი მადლობა ჩვენს უწმინდესს ასეთი არაჩვეულებრივი საჩუქრისთვის.”

ტარიელ სუარის განწყობა ბევრმა მისმა მეგობარმა გაიზიარა, საჩუქარიც მოიწონა და მუსიკოსს წარმატებები უსურვა.