19 დეკემბერი, 2014

პაატა ბურჭულაძემ გია ყანჩელის სიმღერა ჩაწერა

iav1მსოფლიოს საოპერო ბანმა პაატა ბურჭულაძემ ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი სიმღერა ჩაწერა.

2015 წლის 8 იანვარს გია ყანჩელის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. “არტპალას რექორდსში” აღნიშნული კონცერტის ერთ-ერთმა მონაწილემ პაატა ბურჭულაძემ გია ყანჩელის კომპოზიცია “ცვივა თოვლის ფანტელი” ჩაწერა, რომლის არანჟირება კომპოზიტორ დავით მალაზონიას ეკუთვნის.

პაატა ბურჭულაძის გარდა, გია ყანჩელის საიუბილეო კონცერტში ქართული ესტრადის სხვა ცნობილი მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც კომპოზიტორის რეპერტუარიდან საუკეთესო მუსიკალურ კომპოზიციებს შეასრულებენ.