5 დეკემბერი, 2014

მარკუს მეტრეველი: “რა დააშავა პოპ კულტურამ?”

markus1მომღერალი მარკუს მეტრეველი კულტურის მინისტრს მიმართავს და თავის გულისტკივილს ანდობს:

“მივმართავ კულტურის სამინისტროს. პატივცემულო მინისტრო! მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა თქვენს მიმართ, როგორც სხვა ჩემს კოლეგას ასევე მეც მაქვს სურვილი რომ დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება თუნდაც გულისტკივილი, იმ ფაქტთან დაკავშირებით თუ რა ხდება კულტურაში, ზოგადად შიუ ბიზნესში.

როგორც წესი კულტურა და შოუ ბიზნესი არის ქვეყნის ფასადი, რომელსაც სჭირდება მუდამ მოვლა, გაფრთხილება და განახლება.

მე მესმის რომ უკეთებთ პროპაგანდას ამერიკულ მუსიკას ჯაზს. ეს ძალიან კარგია მაგრამ რა დააშავა ქართულმა? თუ კი ქართულს არ ექნება მსგავსი ხელის შეწყობა, დაფინანსება, ფიქრობთ რომ როდესმე რამე ეშველება და დადგება სწორ გზაზე?

თუ კი ფინანსდება სხვადასხვა თეატრალური ფესტივალი, კინო ფესტივალი, კლასიკური მუსიკის ფესტივალი, ღვინის ფესტივალი და ასე შემდეგ, რა დააშავა თანამედროვე პოპ კულტურამ?

მოვიყვან არგუმენტად სახელმწიფო პრიორეტიტებს.
თუ სახელმწიფო აფინანსებს მცირე და საშუალო ბიზნესს, თუ კი სახელმწიფო ცდილობს რომ რებრენდინგი გაუკეთოს ღვინოს რომ უკეთესად გაყიდოს საზღვარგარეთ, თუ მინერალურ წყლებს უკეთებენ რებრენდინგს, განახლებას, ხომ შეიძლება რომ ერთხელ მაინც მოხდეს სახელმწიფოდან ეგრედწოდებული რებრენდინგი ქართულ შოუ ბიზნესში და მოხდეს დაფინანსება, რომ შემოვიდეს უკვე წარმატებული ლეიბლები ქვეყანაში.
შეიქმნას საპროდიუსერო ცენრი, მუსიკალური ტელევიზიები, დიდი და მცირე საკონცერტო დარბაზები აშენდეს.

ზოგიერთები რომლის გვარს არ დავასახელებ არ თვლის შოუ ბიზნესს “ესტრადას” კულტურად და ხელოვნებად არ მიიჩნევს მაგრამ ეს ხომ გაუნათლებლობის და უვიცობის ბრალია.

უამრავი ნიჭიერი მომღერალი ცდილობს რომ დატოვოს სამშობლო რომ თავი შეაფაროს სხვა ქვეყანას, იმის გამო რომ აქ არ ეძლევათ რეალიზაციის საშუალება, წლიდან წლამდე სრული უმოქმედობა, ამ დროს კი ისევ მოუწოდებთ მომღერლებს რომ “წელსაც დაგასვენებთო” ეს ამონარიდი ჩემი კოლეგებისგან დავაკოპირე.

თუ კი მილიონებს უხდით იმ ვარსკვლავებს რომლებსაც იწვევთ საქართველოში, და მათ საბანკო ანგარიშებს რამოდენიმე ათასით თუ მილიონით ზრდით, ხომ შეიძლება რომ ეს მილიონები და ათასები ქართულ შოუ ბიზნესში ჩაიდოს.

საქართველოშიც არსებობენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, რომლებიც სამწუხაროდ ჩრდილში არიან. ეს ისევ სახელმწიფოს ბრალია რომელიც არ არის დაინტერესებული თავისი ქვეყნის პოპ კულტურით.

ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება: თუ პროფესიონალების ნაკლებობას განიცდის კულტურის სამინისტრო, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, ვისაც შესაბამისი გამოცდილება და განათება გვაქვს მიღებული საქართველოს ფარგლებს გარეთ. პატივისცემით მარკუს მეტრეველი.”