17 დეკემბერი, 2014

ვლას ვაწაძე: “კუტლურული მემკვიდრეობა თქვენს კუჭშია!”

vlas1საყდრისის ერთ-ერთი მცველი ვლას ვაწაძე ქართულ საზოგადოებას მიმართავს და მათი ნეიტრალურობით გაკვირვებულია:

“12 დეკემბერს მოხდა ვანდალური აქტი, იცით როგორი ვანდალური აქტი? აი რომელიც ცოცხებზე უარესია, გაანადგურეს კუტლურული მემკვიდრეობის ძეგლი…

ეხლა კი პირდაპირ ვიტყვი: არავის არ ეწყინოს, რომ რაღაც ნაწილს ჩემს ფეისბუქის მეგობრებში კიდია კულტურული მემკვიდრეობა. დღეს ვადევნებდი თვალს ფეისბუქს და იცი როგორი ერი ვართ, ერი, რომელსაც საკუთარი კუჭი უფრო მეტად ადარდებს. ხოდა ვისაც კუჭი უფრო მეტად გაღელვებთ, უბრალოდ, ამომაშალეთ თქვენი მეგობრებიდან.

მავანი იტყვის, აბა რა გავაკეთოთო, თავებს ხომ არ მოვიკლავთ, ან ძაძებს ხომ არ ჩამიცმევთო… გიპასუხებთ: გუშინ მე და ჩემი მეგობრები და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობა არ კიდია, ვიყინებოდით კულტურის სამინისტროსთან, ღამეებს ვათენებდით კაზრეთში, მაგრამ ამასთანავე არც საკუთარ სამსახურს არ ვცდებოდით… თქვენ მეტყვით, ხოდა, მაინც ხომ დაანგრიესო…. მე გიპასუხებთ, დაანგრიეს იმიტომ რომ თქვენ კუჭს გადაყევით.

ბებიაჩემს ჰქონდა ესეთი გამოთქმები: კუჭის მონა და სუფრის კომბაინი, ხოდა ბოდიშით, თქვენი კუტლურული მემკვიდრეობა თქვენს კუჭშია, საუბარი მაქვს იმ ადამიანებზე, ვისაც სულ ფეხებზე კიდია არათუ საყდრისი, იგივე გელათი, სვეტიცხოველი, თბილისი…

ზოგისთვის მარიხუანა უფრო აქტუალურია, ვიდრე კულტურული მემკვიდრეობა. ხოდა ვინც თავის თავზე მიიღებს ამ მანიფესტს, ამომაშალეთ! იმის ილუზია მაინც შემექმნება, რომ სამოქალაქო საზოგადოება გვყავს და ბოლშევიზმის გადმონაშთი თაობა არ მყავს მეგობრებში.”