2 დეკემბერი, 2014

ავთანდილი გაქურდეს

avto-cqvitinidzeდიზაინერი ავთანდილი გაქურდეს. ქურდობა ნამდვილად შთამბეჭდავი და უცნაურია.
მართალია მას ოჯახში არავინ შევარდნია და არც ფული წაუღია და არც ძვირფასეულობა, სამაგიეროდ, მოიპარეს ავთანდილის აბრევიატურა და თანაც აბრევიატურის ბოლო ასო.
“ავთანდი” – ასეთი წარწერა დატოვეს ქურდებმა დიზაინერის ინგლისურენოვანი აბრევიატურიდან:
“ვინც ეს “ლ” მოიპარა, იმის კუბო დავდგი “ბალკონში”… წყალი შემახსით ვინმემ პირში,” – დაწერა დიზაინერმა სოციალურ ქსელში.