28 ნოემბერი, 2014

ვარსკვლავური ომების თრეილერი ინტერნეტში გავრცელდა

17ჯორჯ ლუკასის გახმაურებული ფილმის “ვარსკვლავური ომები” მეშვიდე ფილმის თრეილერი ინტერნეტში გავრცელდა. 88 წამიანმა ვიდეორგოლმა ერთ საათში ათი ათასობით მოწონება დაიმსახურა.

ახალ ფილმში მოვლენები მეექვსე ფილმის ეპიზოდიდან 30 წლის შემდეგ ვითარდება, სადაც ახალი პერსონაჟებიც ჩნდებიან. ფილმის გადაღებები ჯორჯ ლუკასმა შემოდგომაზე დაასრულა. მსოფლიო პრემიერა კი მომავალი წლის 18 დეკემბერსაა დაგეგმილი..