27 ნოემბერი, 2014

ვალერი მელაძეს შვილები აუჯანყდნენ

8ვალერი მელაძეს შვილები აუჯანყდნენ. სოფია, არინა და ინგა, რომლებიც მომღერალს პირველ მეუღლესთან ჰყავს, მამაზე განაწყენებულები არიან და დედასთან გაყრას არ პატიობენ. უფრო მეტიც, ისინი მამის იმ ორ შვილსაც არ აღიარებენ, რომლებიც ვალერი მელაძეს ალბინა ჯანაბაევამ გაუჩინა.

გოგონები პატარა ბიჭებს საკუთარ ძმებად არ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ისინი დედმამიშვილები არ არიან. მათ მამას მიულოცეს მეორე ბიჭის დაბადება, თუმცა მისი გაცნობის არანაირი სურვილი არ აქვთ. მომღერალმა აღიარა, რომ ამ თემაზე გოგონებთან იშვიათად საუბრობს და ეს საკითხი მათთვის ტაბუდადებულია:

“სამწუხაროდ, ეს ჩემთვის დიდი პრობლემაა, ძალიან მინდა, რომ ყველანი ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და ეს დაძაბულობა არ არსებობდეს.”