26 ნოემბერი, 2014

ვახტანგ კახიძე ქველმოქმედებისთვის იდირიჟორებს

10მაესტრო ვახტანგ კახიძე ქველმოქმედებისთვის იდირიჟორებს. 17 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოლიდარობის ფონდი და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი მსოფლიო მნიშვნელობის ამერიკული ვოკალური ჯგუფის ნიუ იორკ ვოისის და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივ საახალწლო საქველმოქმედო საღამოს გამართავს, რომელსაც ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. საახალწლო საღამოზე ნიუ იორკ ვოისის მიერ სპეციალურად ამ საქველმოქმედო კონცერტისთვის არანჟირებული ცნობილი საახალწლო კომპოზიციები შესრულდება. გრემის ჯილდოს მფლობელი ჯგუფისა და მუსიკალური ცენტრის მიერ ჩატარებული ერთობლივი კონცერტი საქველმოქმედოა, შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება “საქართველოს სოლიდარობის ფონდში” და მოხმარდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას.

კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე მინისტრი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრს ეწვია. მიხეილ გიორგაძემ თბილისის მუსიკალური ცენტრის დიდი და მცირე დარბაზები დაათვალიერა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის რეპეტიციას დაესწრო. ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ კახიძემ მინისტრს სამომავლო გეგმები გააცნო.