29 ნოემბერი, 2014

“ცელქი ბავშვები 2” ეკრანებზე გამოდის

2218 დეკემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში მსოფლიოში ყველაზე ცელქი და-ძმა ბრუნდება, “ცელქი ბავშვები 2: ოპერაცია მონერიბუსი”.

რა არის მონერიბუსი და როგორ იბრძვიან ბავშვები, ბაბუა და ბანდიტები მის მოსაპოვებლად?! – ზურა მენთეშაშვილის გახმაურებული ნამუშევრის მეორე ნაწილის ხილვა კინომოყვარულებს სულ მალე შეეძლებათ.

ფილმში მონაწილეობენ ნიტა ლომიძე, ზუკა დარჯანია, მარიამ სამუშია, რუსკა მაყაშვილი, ნიკა გრიგოლია, დუტა სხირტლაძე, გიორგი ყიფშიძე, ნანიკო ხაზარაძე, ბადრი კაკაბაძე.

“ცელქი ბავშვების” პირველი ნაწილი გასულ წელს გამოვიდა. მას “ცელქი ბავშვები: ოპერაცია ახალი წელი ერქვა”. ამჯერად ფილმის რეჟისორი მაყურებელს მეორე ნაწილს სთავაზობს.