30 ნოემბერი, 2014

“ცეკვის აკადემია” კონცერტს გამართავს

730 ნოემბერს “ცეკვის აკადემია” გრიბოედოვის თეატრში სოლო კონცერტს გამართავს. გელა ფოცხიშვილის მიერ დაარსებული “ცეკვის აკადემია” არაერთი თაობის აღმზრდელია.

ამჯერად მოცეკვავეები შეკრებილი მაყურებლის წინაშე სპეციალური საკონცერტო პროგრამით წარსდგებიან. როგორც ანსამბლ “პატარა ვარსკვლავების” ხელმძღვანელი გელა ფოცხიშვილის ძმა, ასევე ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი წერს:

“გრიბოედოვის თეატრს “ცეკვის აკადემია” მართავს სოლოკონცერტს. წარმატებებს ვუსურვებ ცეკვის აკადემიას! გელას, ფისოს, გიოს და მთლიან სტაფს! ვინც კონცერტს დაესწრება ნამდვილად ნასიამოვნები დარჩება!”

გელა და დავით ფოცხიშვილები ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის, გელოდი ფოცხიშვილის შვილები არიან, რომელიც ანსამბლ “მეტეხის” დამაარსებელი და ხელმძღვანელია. მამის გენმა შვილებშიც იჩინა თავი. ბიჭებმაც ცეკვის გზა აირჩიეს, დათომ მომავალი თაობისგან “პატარა ვარსკვლავების” ანსამბლი შექმნა, გელამ კი “ცეკვის აკადემია” ჩამოაყალიბა.