20 ნოემბერი, 2014

ტომ კრუზი რანჩოს ყიდის

17ტომ კრუზმა გადაწყვიტა თავისი რანჩო გაყიდოს, რომელიც 120 ჰექტარზეა გადაჭიმული.

მსოფლიო ვარსკვლავის სამფლობელო 59 მილიონ დოლარად იყიდება. მთავარი სახლი 3000 კვადრატული მეტრია, რომელშიც განლაგებულია 4 საძინებელი, 6 აბაზანა, კაბინეტი, ტრენაჟორების დარბაზი და ბიბლიოთეკა.

ტომ კრუზი ისევ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მსახიობად და სერიოზული უძრავი ქონების მფლობელიცაა. გასულ წელს მან 3 მილიონ დოლარად გაყიდა თავისი ბინა ნიუ იორკში. მას ასევე აქვს სახლი ბევერლი ჰილსზე, რომელიც ყოფილ მეუღლესთან ქეითი ჰოლმსთან ერთად იყიდა.