თინა კანდელაკმა გადაწყვიტა სახლი აიშენოს მოსკოვის მახლობლად, მაგრამ აუცილებლად აირიდებს იმ პრობლემებს, რომლებსაც მოსკოვში ბინაში ცხოვრების დროს გადააწყდა.
თინა კანდელაკს სურს ინტელექტუალი მეზობლები ჰყავდეს, რომ მათთან ურთიერთობა არ გაუჭირდეს. მის მეზობლებად კი ის კანდიდატურები განიხილებიან, რომლებსაც ტელეწამყვანის სანდო პირები გაუწევენ რეკომენდაციას.
ინფორმაცია ამის შესახებ თინა კანდელაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მის განცხადებას საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა, ნაწილმა თინას გადაწყვეტილება მოიწონა, ნაწილმა კი არა.