27 ნოემბერი, 2014

თემურ ჩხეიძე საჯარო ლექციას გამართავს

10რეჟისორი თემურ ჩხეიძე მწერალთა სახლში 28 ნოემბერს შეხვედრას გამართავს. ღონისძიება გაიმართება ციკლიდან “საუბრები ხელოვნებაზე” და მასზე დასწრება თავისუფალია.

გამოჩენილ ქართველ რეჟისორს არაერთხელ მიუმართავს კლასიკოსების ინსცენირებისათვის, მისი შესანიშნავი დადგმები პროზაული ტექსტების თეატრის ენაზე ამეტყველების საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს.

თემურ ჩხეიძის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი მიხეილ ჯავახიშვილის პროზას უჭირავს. ლეგენდარული “ჯაყოს ხიზნების” გარდა რეჟისორს ჯავახიშვილის კიდევ რამდენიმე ნაწარმოები აქვს დადგმული.

მასვე ეკუთვნის ლეო ქიაჩელის, ფიოდორ დოსტოევსკის, ილია ჭავჭავაძის, მიხაილ ბულგაკოვის და სხვა ავტორთა პროზის სცენური ვერსიები.