2-6 დეკემბერს თბილისში სერგი რადონეჟელის 700-წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება.
ფორუმი გაიხსნება სერგი რადონეჟლზე ფილმის ჩვენებით გრიბოედოვის თეარტის მცირე დარბაზში. ფორუმის მონაწილეები რუსეთიდან, უნგრეთიდან და საქართველოდან გამართავენ საჯარო დისკუსიას თემაზე „მართლმადიდებლობა თანამედროვეობაა?“ ასევე ღონისძიების ფარგლებში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდება.
ფორუმის პროგრამაშია დაუჯდომელი აკაფისტით წმინდა სამების საკათედრო ტაძარში და აუდიენცია უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, მთავარეპისკოპოსთან მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტთან ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა.
უცხოელი სტუმრები იმოგზაურებენ კახეთში, სადაც მუხრანის ციხეს, ეკლესიას და ბაგრატიონ-მუხრანელების სასახლეს მოინახულებენ.
ფორუმის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბი“ ფონდ „რუსული სამყაროს“ მხარდაჭერით.