30 ნოემბერი, 2014

თბილისი საახალწლოდ ირთვება

3დედაქალაქი საახალწლო ილუმინაციებით ფორმდება. მაგისტრალების, ქუჩების, სკვერების, მორთვა თბილისის ყველა უბანში ერთდროულად მიმდინარეობს.

რუსთველის გამზირზე უკვე დასრულდა საქართველოს პარლამენტის შენობის გაფორმება, შენობის წინ დამონტაჟდა მანათობელი ანგელოზის ფიგურები და ყვავილები. დედაქალაქის მთავარი, 25 მეტრიანი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ დაიდგმება. ტრადიციული ნაძვის ხის კომპოზიცია აეწყობა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტზე. კომპოზიციის ავტორია მხატვარი მურაზ მურვანიძე.

საახალწლო განათებების მონტაჟი ასევე დასრულებულია ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, გროგოლ რობაქიძის, ნოდარ დუმბაძის და დავით გურამიშვილის გამზირებზე. მორთულია ბარათაშვილის აღმართი, გლდანულას შესახვევი, მელაანის, ბუშის და ლეხ კაჩინსკის ქუჩები.

საახალწლო ილუმინაციებით დედაქალაქის გაფორმების სამუშაოები 20 დეკემბრისთვის დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „სინათლის ქალაქი“ ასრულებს.