30 ნოემბერი, 2014

ტეილორ სვიფტის ალბომი გაყიდვების ლიდერია

15მსოფლიოში ცნობილი მომღერლის ტეილორ სვიფტის ალბომი სახელწოდებით “1989” უკვე მესამედ მოექცა ბილბორდ 200-ის სათავეში. გასულ კვირას ალბომის კიდევ 312 ათასი ტირაჟი დაიბეჭდა. მთლიანობაში ალბომების გაყიდვამ 2 მილიონი შეადგინა.

“1989” პირველი სოლიდური ნამუშევარია ქანთრის მომღერალი ტეილორ სვიფტისთვის პოპ მუსიკის ჟანრში. ალბომის სახელწოდება მომღერლის დაბადების წელს აღნიშნავს. როგორც ტეილორმა აღნიშნა, ალბომზე მუშაობისას მისი მუზა 80-იანი წლების ბოლო პერიოდის მუსიკა გახდა.

ტეილორ სვიფტი ასევე პირველი მომღერალი ქალია ბილბორდის ისტორიაში, რომელიც პირველ ადგილზე აღმოჩნდა ამ კვირის ყველაზე გაყიდვადი სიმღერების ასეულში.

მომღერალმა თავისი მოღვაწეობის პერიოდში 100-ზე მეტი პრიზი მოაგროვა. მათ შორისაა 7 გრემი, ის 15-ჯერ გახდა ამერიკული მუსიკალური დაჯილდოების ტრიუმფატორი და 12-ჯერ ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოების პრიზიორი. მან გამოუშვა 4 ქანთრი ალბომი, ბოლო სამმა ალბომმა კი ამერიკის, ავსტრალიის, კანადის და ახალი ზელანდიის მუსიკალური ჩარტების ლიდერობა არავის დაუთმო.