25 ნოემბერი, 2014

სტივი უანდერი ობამამ დააჯილდოვა

20არაერთი ჰიტის ავტორი სტივი უანდერი ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დააჯილდოვა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი თეთრ სახლში გაიმართა. თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი უმაღლესი ჯილდოა იმ მოქალაქეებისთვის, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მშვიდობის მხარდაჭერაში და საზოგადო და კულტურულ საქმიანობაში:

“პირველი სიდი ალბომი, რომელიც საკუთარი ფულით შევიძინე, იყო სტივი უანდერის “თოლქინგ ბუქ”, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

სტივი უანდერთან ერთად ბარაქ ობამამ მსახიობი ამავე ჯილდოთი მსახიობი მერილ სტრიპიც დააჯილდოვა.