26 ნოემბერი, 2014

სტივ ჯობსს მაიკლ ფასბენდერი განასახიერებს

9სტივ ჯობსის ბიოგრაფიის მიხედვით ფილმს იუნივერსალ ფიქჩერსი გადაიღებს. მთავარ როლს კი 37 წლის მაიკლ ფასბენდერი შეასრულებს, თუმცა ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთავარ როლზე კრისტიან ბეილი იყო მიწვეული. ფილმს რეჟისორი დენი ბოილი გადაიღებს.

შემოქმედებითი ჯგუფი დარწმუნებულია, რომ მათ ფილმს უფრო მეტი წარმატება ექნება, ვიდრე ფილმს, რომელშიც სტივ ჯობსი ეშტონ კატჩერმა განასახიერა. ამ ფილმის ბიუჯეტი 12 მილიონი დოლარი დაჯდა და კინოგაქირავებით მიღებულმა შემოსავალმა მხოლოდ 35 მილიონი დოლარი შეადგინა.