25 ნოემბერი, 2014

“შგარიდა” კონცერტს გამართავს

115 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელშეწყობით, პროექტის „ტრადიცია – ეროვნული საგანძური” ფარგლებში თბილისელ მაყურებელს წარუდგენს დმანისის ფოლკლორული ანსამბლის „შგარიდას” კონცერტს და აღდგენილ უძველეს ქართულ (სვანურ) ტრადიციულ ჭიდაობას. პროექტის ავტორი გურგენ გურჩიანია.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გურგენ გურჩიანი მსმენელს გააცნობს თავის დაკვირვებებსა და მოსაზრებებს სვანეთის უძველეს საკულტო-სარიტუალო სიმღერებზე, უამბობს ფოლკლორულ ანსამბლ „შგარიდას” რეპერტუარში მათი აღდგენა-დამკვიდრების შესახებ.

ვარდების ბაღში გაიმართება აღდგენილი ტრადიციული სვანური ჭიდაობის პრეზენტაცია დმანისის სპორტული სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით (მწვრთნელები იოსებ და კორნელი გირგვლიანები). დღის დასასრულს კი დმანისის ფოლკლორილი ანსამბლი „შგარიდა” მსმენელისთვის კონცერტს გამართავს.