25 ნოემბერი, 2014

“შერლოკის” ახალი სეზონის დეტალები გახმაურდა

22ბიბისის გახმაურებული სერიალის “შერლოკის” ერთ-ერთი შემქმნელი მარკ გემისი აცხადებს, რომ ახალ სეზონში მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელოდება როგორც ტრაგედიების, ასევე თავგადასავლების მხრივ. თუმცა, რა ტრაგედია ელოდება მაყურებელს ახალ სეზონზე მას არ დაუკონკრეტებია:

“რა თქმა უნდა, კონან დოილი ჩვენი საგანძურია. ჩვენ სიუჟეტურად ისედაც ბევრი ცვლილება შევიტანეთ მისი ნაწარმოების სცენარზე მუშაობისას. თუნდაც ის, რომ სერიალში გამოვაჩინეთ შერლოკის და მისი ძმის მშობლები, რაც ნაწარმოებში საერთოდ არ არის. ასე რომ, წინ კიდევ არაერთი სიურპრიზი გელით.”

მაყურებელი მოუთმენლად ელოდება “შერლოკის” მეოთხე სეზონის გამოსვლას, რომელშიც მთავარ როლს ბენედიქტ კამბერბეტჩი ასრულებს. ახალი სეზონის გადაღებები მომავალი წლის იანვარშია დაგეგმილი, პრემიერა კი წლის ბოლოს გაიმართება.